Thursday, October 1, 2015

კომპანია ინოვატორი სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენაზე გაათამაშებს DJI Phantom 3

2015 წლის 16-18 ოქტომბერს  თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართება სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა,  რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Ross Video ა.შ.).

გამოფენაზე თქვენ მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა:

·         პირადად გაესაუბროთ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს
·         დაათვალიეროთ უახლესი სამაუწყებლო ტექნიკა და  გაეცნოთ სფეროს უახლეს ტენდენციებს
·         გამოფენის ფარგლებში ასევე იგეგმება უამრავი ღონისძიება, რომლის უშუალო მონაწილეც გახდებით
გამოფენის ფარგლებში კომპანია ინოვატორის სტენდზე გაიმართება გათამაშება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

კომპანია ინოვატორი წელს გაათამაშებს :          
DJI Phantom 3 Standard
DJI Phantom 3 Advanced

იმისთვის, რომ  გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა, უნდა გვეწვიოთ ინოვატორის სტენდზე და გაიაროთ რეგისტრაცია.

დღის ბოლოს ლატარიის პრინციპით გამოვლინდებიან გამარჯვებულები:

1-ლი ადგილის გამარჯვებულს გადაეცემა DJI Phantom 3
მე-2  ადგილის გამარჯვებულს 1000 ლარიანი ინოვატორის ვაუჩერი
მე-3  ადგილის გამარჯვებულს 500 ლარიანი ინოვატორის ვაუჩერი

გათამაშებაში მონაწილეობის პირობები:
1. აუცილებელია დარეგისტრირდეთ კომპანია “ინოვატორის” სტენდზე 16 და 17 ოქტომბერს 15:00 საათამდე, სადაც მიიღებთ გათამაშების ბილეთს.
2. 16 და 17 ოქტომბერს 16:00 საათზე გათამაშების შედეგად გამოვლინდებიან იღბლიანი გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცემათ DJI Phantom 3
3. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული არ გამოცხადდება “ინოვატორის” სტენდთან პრიზის მისაღებად 16:10 საათამდე, გამოვლინდება ახალი გამარჯვებული.



0 comments:

Post a Comment