ჩვენ გავაერთიანეთ კითხვები, რომლებსაც დამწყები ოპერატორები
ყველაზე ხშირად სვამენ და შევეცადეთ მათზე პასუხები გვეპოვა.
1) რა უფრო მნიშნელოვანია შემოქმედებითობა
თუ ტექნიკური ცოდნა?
ზოგადად, პროდუსერები და რეჟისორები ამ ორი თვისების
ბალანსს ეძებენ. დიდი პროექტის დროს, ალბათ
ასისტენტიც გეყოლებათ, რომელიც სრულად აგებს პასუხს კამერის ტექნიკურ გამართვაზე. თუმცა,
პატარა პროექტების დროს აუცილებლად დაგჭირდება ტექნიკური ცოდნა, გარდა ამისა ეს სამსახურის
მოპოვებისას თქვენი დიდი უპირატესობა იქნება. ასევე, ხშირად გადაღება ტექნიკური სერვისისგან
მოშორებით ხდება და თქვენი სულ მცირე დახმარება, რომელიც გადაღების ჩაშლისაგან იხსნის
ჯგუფს, ნამდვილ გმირად გაქცევთ.
2) რა არის ყველაზე რთული ოპერატორად
მუშაობისას?
ოპერატორს თითქმის არასდროს აქვს სტაბილური სამსახური,
ხშირად შტატგარეშე გიწევს მუშაობა. ზოგჯერ სამუშაოს შემოთავაზები არ გაქვს, ზოგჯერ
კი რამდენიმე წინადადებას ერთად მიიღებ და მათ შორის არჩევანის გაკეთება გაგიძნელდება.
მართლაც არაა მარტივი ამ შემოთავაზებებს შორის აარჩიო ისეთი, რომელიც თქვენს კარიერასაც
გამოადგება და იმის გარანტიაც გექნება, რომ პროექტი რეალურად განხორციელდება. ასევე
გაითვალისწინე, ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ პროდუსერები და რეჟისორები, თავისი
დაკავებული გრაფიკებით, არ გაანაწყენო.
3) რა დროა საჭირო გადაღებისათვის მოსამზადებლად?
სამსახურის ხასიათის მიხედვით, იცვლება მოსამზადებელი
დროც. ისეც ხდება, რომ გადაღების წინა საღამოს გირეკავენ და წარმოდგენაც არ გაქვს,
რა უნდა გადაიღო და როგორ. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა რეჟისორმა რაიმე იდეა შემოგთავაზოს,
საწყისი საუბრები შესაძლოა მოიცავდეს ბიუჟეტს, აპარატურას, ლოჯისტიკას, გადაღების გრაფიკის
გაწერას - ეს ყველაფერი შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს და ერთ დღესაც, დიდი
ხნის შემდეგ შეიძლება გადაღებებიც დაიწყოს.
ალბათ იფიქრებთ, რომ
ბევრი მოსამზადებელი სამუშაოს მიუხედავად, პროექტი შესაძლოა საერთოდ არ განხორციელდეს
და ამდენი რესურსი ტყუილად უნდა დაიკარგოს, ეს რა თქმა უნდა სავსებით შესაძლებელია,
თუმცა რეჟისორებს ამ ტიპის დახმარება ხშირად სჭირდებათ და პროდუსერთან ერთადაც შეიძლება
გაარკვიონ, თუმცა რადგან თქვენ გთხოვეს დახმარება, ე.ი ენდობიან თქვენს პროფესიულ გამოცდილებას
და უკვე გარკვეული ავტორიტეტითაც სარგებლობთ
სფეროში. თქვენი გადაღების გამოცდილება უნიკალურია და თეორიულად მისი შესწავლა
თითქმის გამორიცხულია, სწორედ ამიტომ ეს გამოცდილება გადაღების დაგეგმვის საწყის ეტაპზე
სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.
4) რამდენად მნიშნელოვანია აკადემიური
განათლება ოპერატორისათვის?
ოპერატორად მუშაობისას უფრო მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება,
ვიდრე აკადემიური მიღწევები. თუმცა სფეროში მუშაობის დაწყებისას განათლება შეიძლება
თქვენი უპირატესობა გახდეს, განსაკუთრებით გამოსადეგია უცხო ენების ფლობა, თუ გადაღება
მაჩუ პიქჩუს შესახებაა, რა თქმა უნდა ისტორიის სპეციალისტობა და ესპანურის ცოდნა თქვენი
პლუსი იქნება.
ასევე უნივერსიტეტში სწავლისას დამყარებული კონტაქტები
შესაძლოა მომავალში სასარგებლოდ გამოიყენოთ. ეს უსამართლოდაც
შეიძლება გეჩვენოთ,
თუმცა ამ სფეროში ყველაფერი ნდობაზეა დაფუძნებული, დამქირავებელი გიხდის უნარებისათვის, რომლის ზუსტი ღირებულება მისთვის
უცნობია. ადამიანები ენდობიან ნაცნობებს, ძველ კოლეგებს და მათ რჩევას უფრო მეტად ითვალისწინებენ
კადრების შერჩევისას.
0 comments:
Post a Comment