Wednesday, June 18, 2014

საოცნებო მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო საფრანგეთიდან - ხელოვნური გული




ახალი ხელოვნური გულის აპარატი პრესის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და  აალაპარაკა არამარტო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, არამედ ზოგადად საზოგადოებაც. 

შობამდე ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ მედია საშუალებები, მაგალითად როგორიცაა „ახალი ციურიხის გაზეთი“, რომ პარიზის ჟორჟ პომპიდუს ევროპულ ჰოსპიტალში ფრანგული ხელოვნური გული „კარმატი“ პირველად  76 წლის პაციენტს გადაენერგა. ადამიანი რომლის იდენტობა უცნობია, გულის უკმარისობით იტანჯებოდა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გულს აღარ ძალუძს საკმარისი სისხლი მიაწოდოს ორგანიზმს.  სამწუხაროდ ხელოვნური გულის გადანერგვის პირველი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. 76 წლის პაციენტი ოპერაციიდან 75 დღეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია.  კარმატის თანახმად ჯერ ადრეა ხელოვნური გულის დეფექტიანობაზე საუბარი. კლინიკური კვლევების ჩარჩოებში საფრანგეთში  გაგრძელდება გულის უკმარისობით დაავადებული ადამიანების მკურნალობა. თუ კვლევა წარმატებული აღმოჩნდება, ხელოვნურ გულს კიდევ 20 პაციენტს გადაუნერგავენ.
ფირმა ვარაუდობს, რომ ჯერ მარტო ამერიკაში და ევროპაში დაახლოებით 100 000-მა  პაციენტმა შეიძლება წარმატებით ისარგებლოს მათი ხელოვნური გულით, მაგრამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯერ კიდევ უნდობლად უყურებენ ხელოვნურ გულს და პრიორიტეტს უბრალო და უფრო იაფ  გულის დამხმარე სატუმბს ანიჭებენ, რომელსაც ასევე კარგად შეუძლია გულის ფუნქციის შეთავსება.

ჩრდილების ხელოვნება


ბნელი, მახინჯი და ამავე დროს იდუმალი. ძველი ბერძნებისთვის ჩრდილი სულის ერთერთი მეტაფორას იყო. გარდაცვლილი ადამიანის სული გარდაიქმნებოდა ჩრდილად (აჩრდილად) და მიემგზავრებოდა ჰადესის საუფლოში.
თანამედროვე შემოქმედებამ კი ჩრდილები, ხელოვნების ერთ-ერთ უნიკალურ სახედ აქცია. ჩრდილების მანიპულირებით შესაძლებელი ერთი შეხედვით უსახური ფორმებიდან საკმაოდ საინტერესო გამოსახულების მიღება, რომელიც საკმაოდ დიდ შრომას და ნიჭს მოითხოვს. 








Wednesday, June 11, 2014

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი გახსნა

ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატი უდაოდ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სპორტული ღონისძიებაა. წელს მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს. ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის სტადიონზე დასწრება და საყვარელი გუნდისთვის გულშემატკივრობა ყველაზე სანუკვარი სურვილია, თუმცა გულშემატკივათა უმრავლესობა ჩემპიონატს ეკრანიდან მიადევნებს თვალყურს.
იმისთვის რომ ფეხბურთის მოყვარულებმა მაქსმიმალური სიამოვნება მიიღონ ეკრანთან, ფიფამ დიდი ხნით ადრე დაიწყო ფიქრი  სამაუწყებლო ცენტრის შექმნაზე.
2 ივნისს რიო დე ჟანეიროში, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი გახსნა. ცენტრი 55 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას 86 მედია საშუალებისთვის 41 ქვეყნიდან და 160 ლიცენზირებული ტელევიზიისათვის მსოფლიოს მასშტაბით.

მაუწყებლები  BBC, ARD, ESPN, რადიო EBC, SBS კორეა და იაპონიის კონსორციუმი წევრები 12 მაისს,  ჩავიდნენ რიო დე ჟანეიროში მაუწყებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად.  სრულ ესპულატაციაში სამაუწყებლო ცენტრი 5 ივნისს შევიდა. „ვისაც ეჭვი ეპარებოდა, მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო“ განაცხადა ფიფას გენერალურმა მდივანმა ჯერომ ვალსკემ.  დაახლოებით 15 ათასმა ჟურნალისტმა მიიღო აკრედიტაცია მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობისთვის. 1 თვის განმავლობაში ფიფას საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი მსოფლიოში ყველაზე დიდი სტუდია იქნება.
ფიფას ტელე პროდაქშენის საშუალებით მსოფლიოს სამაუწყებლო ცენტრს გადაეცემა ცოცხალი გამოსახულება მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველი თამაშიდან, რომლებიც გაიმართება ბრაზილიის 12 მასპინძელ ქალაქში. თითოეულ მოედანზე განთავსებულია 34 კამერა. საერთაშორისო ტელე ცენტრში განთავსებულია 17 სტუდია 400 მ2 ფართობით და 350 40 ინჩიანი მონიტორებით. დამატებით 6 ათასი მ2 ფართობი უკავია გადამცემ ანტენებს. სატელევიზიო ცენტრის მთლიანი სტრუქტურის აგებას დაახლოებით 5 თვე დასჭირდა.



საერთაშორისო სატელევიზიო ცენტრი მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს მსოფლიოს თითქმის ნახევარ მოსახლეობას, დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს, უყურონ მსოფლიოს ჩემპიონატს მიუხედავად იმისა იმყოფებიან ისინი ბრაზილიაში თუ არა.
კომუნიკაციების სამინისტროს აღმასრულებელი მდივნის, გენილდო ლინსის განმარტებით, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრის (IBC) მთელი სტრუქტურა გამოყენებული იქნება მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერნეტში ჩართვაზე, რომელსაც აქამდე მსგავსი სერვისი არ ჰქონია. „ყველაფერი რაც სტადიონებზე ჩაიწერება, სახელმწიფო კომპანიის, „ტელებრასის“ მიერ იქნება მიწოდებული. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქსელის მთელი სიმძლავრე გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს ინტერნეტში ჩაერთონ იაფად.“


Maleficent 3D


„მალეფისენტი 3D” 1959 წლის დისნეის „მძინარე მზეთუნახავის“ live action რიმეიქია, რომელიც ჩვენთვის უცნობ ამბავს მოგვითხრობს. დიდი დრო და ენერგია დაიხარჯა მალეფისენტის სწორი ვიზუალის შერჩევაზე, ანჯელინა ჯოლი მჭიდროდ თანამშრომლობდა პერსონაჟის დიზაინერებთან. საბოლოო შედეგი კლასიკურ მალეფისენტთან საკმაოდ მიახლოებულია, მაგრამ არა მოსაწყენი. გთავაზობთ მალეფისენტის სხვადასხვა კონსეპტ დიზაინებს.






არანაკლები სამუშაო იქნა ჩადებული ფილმის ვიზუალურ ეფექტებში, რომლებიც სტუდია DigitalDomain-მა გააკეთა. მათ Facial Motion Capture ტექნოლოგიის ახალი მიდგომა შეიმუშავეს, რომელიც რეჟისროს მეტ თავისუფლებას აძლევს ფილმის პროდაქშენის დროს. 




ინოვაციური შუქნიშნები



საგზაო ნიშნები მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგების მნიშვნელოვან საშუალებაა. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სხვადასხვა სახიფათო უბანთან მიახლოების თაობაზე, აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნების გავლის თანმიმდევრობას, ზღუდავენ და კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ნებას რთავენ იმოძრაონ გარკვეული მიმართულებით, აზუსტებენ ძირითადი ნიშნის მოქმედების ზონას, დროს, მანძილს ობიექტამდე ან ზღუდავენ მათ მოქმედებას.
საგზაო ნიშნები დღესდღეობით საკმაოდ მრავალფეროვანია. საგზაო მოძრაობის მოსაწესირებელი ყველაზე ეფექტური საშუალება შუქნიშანია. სტანდარტული შუქნიშანი მრგვალი ფორმისაა და სამი ფერისაგან წითელი, ყვითელი და მწვანე შედგება. თუმცა ადამიანის კრეატიული გონება არც აქ შეჩერდა
გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური შუქნიშნებს, რომლებიც შექმნეს შემოქმედმა ადამიანებმა მსოფლიოს მასშტაბით.