Wednesday, June 11, 2014

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი გახსნა

ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატი უდაოდ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სპორტული ღონისძიებაა. წელს მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს. ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის სტადიონზე დასწრება და საყვარელი გუნდისთვის გულშემატკივრობა ყველაზე სანუკვარი სურვილია, თუმცა გულშემატკივათა უმრავლესობა ჩემპიონატს ეკრანიდან მიადევნებს თვალყურს.
იმისთვის რომ ფეხბურთის მოყვარულებმა მაქსმიმალური სიამოვნება მიიღონ ეკრანთან, ფიფამ დიდი ხნით ადრე დაიწყო ფიქრი  სამაუწყებლო ცენტრის შექმნაზე.
2 ივნისს რიო დე ჟანეიროში, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი გახსნა. ცენტრი 55 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და უზრუნველყოფს სიგნალის მიწოდებას 86 მედია საშუალებისთვის 41 ქვეყნიდან და 160 ლიცენზირებული ტელევიზიისათვის მსოფლიოს მასშტაბით.

მაუწყებლები  BBC, ARD, ESPN, რადიო EBC, SBS კორეა და იაპონიის კონსორციუმი წევრები 12 მაისს,  ჩავიდნენ რიო დე ჟანეიროში მაუწყებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად.  სრულ ესპულატაციაში სამაუწყებლო ცენტრი 5 ივნისს შევიდა. „ვისაც ეჭვი ეპარებოდა, მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო“ განაცხადა ფიფას გენერალურმა მდივანმა ჯერომ ვალსკემ.  დაახლოებით 15 ათასმა ჟურნალისტმა მიიღო აკრედიტაცია მსოფლიოს ჩემპიონატზე მუშაობისთვის. 1 თვის განმავლობაში ფიფას საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრი მსოფლიოში ყველაზე დიდი სტუდია იქნება.
ფიფას ტელე პროდაქშენის საშუალებით მსოფლიოს სამაუწყებლო ცენტრს გადაეცემა ცოცხალი გამოსახულება მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველი თამაშიდან, რომლებიც გაიმართება ბრაზილიის 12 მასპინძელ ქალაქში. თითოეულ მოედანზე განთავსებულია 34 კამერა. საერთაშორისო ტელე ცენტრში განთავსებულია 17 სტუდია 400 მ2 ფართობით და 350 40 ინჩიანი მონიტორებით. დამატებით 6 ათასი მ2 ფართობი უკავია გადამცემ ანტენებს. სატელევიზიო ცენტრის მთლიანი სტრუქტურის აგებას დაახლოებით 5 თვე დასჭირდა.



საერთაშორისო სატელევიზიო ცენტრი მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს მსოფლიოს თითქმის ნახევარ მოსახლეობას, დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს, უყურონ მსოფლიოს ჩემპიონატს მიუხედავად იმისა იმყოფებიან ისინი ბრაზილიაში თუ არა.
კომუნიკაციების სამინისტროს აღმასრულებელი მდივნის, გენილდო ლინსის განმარტებით, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრის (IBC) მთელი სტრუქტურა გამოყენებული იქნება მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერნეტში ჩართვაზე, რომელსაც აქამდე მსგავსი სერვისი არ ჰქონია. „ყველაფერი რაც სტადიონებზე ჩაიწერება, სახელმწიფო კომპანიის, „ტელებრასის“ მიერ იქნება მიწოდებული. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქსელის მთელი სიმძლავრე გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს ინტერნეტში ჩაერთონ იაფად.“


0 comments:

Post a Comment