ახალი
ხელოვნური გულის აპარატი პრესის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და აალაპარაკა არამარტო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები,
არამედ ზოგადად საზოგადოებაც.
შობამდე
ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ მედია საშუალებები, მაგალითად როგორიცაა „ახალი ციურიხის
გაზეთი“, რომ პარიზის ჟორჟ პომპიდუს ევროპულ ჰოსპიტალში ფრანგული ხელოვნური გული „კარმატი“
პირველად 76 წლის პაციენტს გადაენერგა. ადამიანი
რომლის იდენტობა უცნობია, გულის უკმარისობით იტანჯებოდა.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც გულს აღარ ძალუძს საკმარისი
სისხლი მიაწოდოს ორგანიზმს. სამწუხაროდ ხელოვნური
გულის გადანერგვის პირველი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. 76 წლის პაციენტი ოპერაციიდან
75 დღეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია. კარმატის თანახმად ჯერ ადრეა ხელოვნური გულის დეფექტიანობაზე
საუბარი. კლინიკური კვლევების ჩარჩოებში საფრანგეთში გაგრძელდება გულის უკმარისობით დაავადებული ადამიანების
მკურნალობა. თუ კვლევა წარმატებული აღმოჩნდება,
ხელოვნურ გულს კიდევ 20 პაციენტს გადაუნერგავენ.
ფირმა
ვარაუდობს, რომ ჯერ მარტო ამერიკაში და ევროპაში დაახლოებით 100 000-მა პაციენტმა შეიძლება წარმატებით ისარგებლოს მათი
ხელოვნური გულით,
მაგრამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯერ კიდევ უნდობლად
უყურებენ ხელოვნურ გულს და პრიორიტეტს უბრალო და უფრო იაფ გულის დამხმარე სატუმბს ანიჭებენ, რომელსაც ასევე
კარგად შეუძლია გულის ფუნქციის შეთავსება.