Friday, February 13, 2015

ANTON/BAUER-ის, LITEPANELS-ისა და OCONNOR-ის დახმარებით “ანარქიის შვილების“ შთამბეჭდავი დასასრული

როგორც ცნობილია,  FX-ის სატელევიზიო სერიალი „ანარქიის შვილები“ დასრულდა, მთავარი ოპერატორი პოლ მეიბაუმი, რომელიც ამერიკის კინო აკადემიის წევრია,   ANTON/BAUER,LITEPANELS-ისა და OConnor-ის გადაწყვეტებით სარგებლობდა, პროდაქშენისა და  ლოკაციების გადაღებების დროს, სამხრეთ კალიფორიაში.
მეიბაუმი პირველი სეზონის მეორე სერიიდან ამ შოუს მთავარი ოპერატორია, კურტ სატერის რეჟისორობით შექმნილი „ანარქიის შვილები“ აღწერს კანონგარეშე მცხოვრები ბაიკერების კლუბის წევრთა ცხოვრებას, კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში. FX-ის ისტორიაში ამ დრამას ყველაზე მაღალრეიტინგული სერიები ჰქონდა.
ანარქიის შვილები თანამედროვე ვესტერნს მოგვაგონებს, მშვენიერი ხედებითა და კომპოზიციებით, რომლებიც უკან გვაბრუნებს ჯონ ფორდისა და სპაგეტის ვესტერნებთან“ აცხადებს მეიბაუმი. „მხოლოდ ამ შოუში ცხენები მოტოციკლებმა ჩაანაცვლეს, დასავლეთის კოდექსი კი - კლუბის კოდექსმა“
შოუს შექმნისას მთავარი გამოწვევა ჩვენთვის იყო მიგვეღო „ბუნებრივი და არა პრიალა“ გამოსახულება, აღნიშნავს ის. „ხელის კამერა ანიჭებს ისტორიას  ჩართულობის განცდას, რომ შენ მისი ორგანული ნაწილი ხარ. აქ ბევრი არავერბალური, დრამატული ელემენტები, რომლებიც შოუსთვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა, იმ ფორმითაა მოწოდებული თითქოს სრულად ვითავისებთ პერსონაჟების რეაქციებს“
მეიბაუმი დიდი ხანია იყენებს OConnor-ის ჰიდრავლიკურ თავურებსა და Litepanels-ის  LED განათების სამარჯვებს.“ ვერ გავიხსენებ პროექტს, რომელზედაც მიმუშავია და იქ არ ყოფილიყო სულ მცირე ორი OConnor-ის თავურა, ვიყენებდი Litepanels-ის Ringlite Minis-ს, MiniPlus-სა და  1×1 LED პანელებს, თითქმის იმ დროიდან როცა ისინი პირველად გამოჩნდნენ ბაზარზე,“ აღნიშნავს ის.
„ანარქიის შვილებზე“ მუშაობისას მეიბაუმს აქვს რამდენიმე ARRI ALEXA-ს კამერა, როგორც ძირითადი კამერები და ორი  F55 CineAlta-ს კამერა მათ დასახმარებლად.   Angenieux Optimo ზუმირების ლინზები ისეა განლაგებული, რომ ოპერატორებს საშუალება ჰქონდეთ გადართონ ხელით წინ და უკან, ხელის კამერის სტუდიური რეჟიმიდან, სტაბილური კამერის მოძრაობაზე მინიმალური დროის დანახარჯით.   მეიბაუმი აღნიშნავს რომ დაახლოებით შოუს 60%  ხელის კამერითაა გადაღებული, დანარჩენი სცენები კი სატელევიზიო ურიკებითა და კამერის სხვა სტაბილიზაციის სისტემებით.
ლოკაციური და სტუდიო პროდაქშენი მოიცავს შვიდიდან რვა დღემდე გადაღების გრაფიკს, გადასაღები სტუდია მოთავსებულია ჩრდილოეთ ჰოლივუდსა და ლოს ანჯელესის მიდამოებში სხვადასხვა ლოკაციებში.
OConnor 2575 ჰიდრავლიკური თავურები,  OConnor-ის Ultimate სპექტრის საუკეთესო წარმომადგენელი, მეიბაუმის კამერის პაკეტის განუყეფელი ნაწილია. „ეს ჰიდრავლიკური თავურა შოუს  ყველა  ოპერატორის არჩევანი იყო“ ამბობს ის, თან მიგვანიშნებს თავურების  არაჩვეულებრივ ბალანსსა და გამორჩეულ ფუნქციებზე.
“OConnor-ის თავურა გამოსაყენებლად მარტივია, გადაწყობა სინუსოიდური ბალანსის მეშვეობით ძალიან ადვილია.  მარტივია მოუმატო ან გამოაკლო,     ოპერატორს კი უადვილდება ცვლილებები, მისი საჭიროების მიხედვით“ : ამბობს მეიბაუმი .   ALEXA-სა და F55-ს წონა დაახლოებით ერთი და იგივეა, მაგრამ ლინზები იცვლება და შეიძლება ისინი კამერაზე მეტსაც კი იწონიდნენ.  OConnor-ის მეშვეობით უფრო მარტივია შეცვალო ლინზები დაა გადახვიდე, მხრის კამერიდან, ურიკასა თუ კამერის სხვა სტაბილიზაციის სისტემებზე.  რითაც ადვილად არის შესაძებელი, მიმართო კამერა იქით საითკენაც გჭირდება. შოუსათვის დამახასიათებელია გრძელი მასტერები, მაღალი კუთხეები და წინა პლანები.  OConnor-ი ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის.
Litepanels-ის ფუნქციები, მნიშვნელოვანი ხდება შოუსათვის  Ringlite Minis-სა და MiniPlus-ს მეშვეობითრომელიც ცნობილია როგორც „აგურები“  – ისინი ისევე როგორც  1x1, განათების პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.  
ისინი შეუფასებელია,ამტკიცებს მეიბაუმი. “ისინი მუშაობენ დანარჩენ განათების ინსტრუმენტებთან ერთად, ვოლფრამთან თუ HMI-თან, სცენასა თუ ლოკაციაზე. ისინი მსუბუქია, შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ ბატარეის სიმძლავრეზე, შორიდან ახლო სინათლეზე გადართვის ფუნქციები ხდის მათ განათების პაკეტის ძირითად იარაღებად.“
მან ახლახანს გამოსცადა ახალი Litepanels-ის ASTRA 1×1 Bi-Color პანელი შოუსათვის.  “ეს განათება ძველი  1x1-ის გაუმჯობესებული ვარიანტია, და ეს ბევრ რამეს ამტკიცებს, რადგანაც ისინი ჩემი ერთ-ერთი რჩეული განათების სისტემებია,” ამატებს ის.  “შედეგი, რომელსაც ASTRA გვაძლევს გასაოცარია. ამას წინათ, გამოვიყენე ისინი, როგორც შემავსებელი სინათლე მანქანის ეპიზოდზე მუშაობის დროს,  8 ფუტის მოშორებით მდგომი განათება, დღის შუქით ანათებდა პერსონაჟთა სახეებს. ის უფრო კაშკაშა აღმოჩნდა, ვიდრე ვგეგმავდით.
მთავარი ოპერატორი იყენებს Ringlite Minis კამერებთან მუშაობისას.  გადასაღებ მოედანზე, 1x-ის გამოყენება სწრაფი და მარტივია – “ისინი სოლიდური, კარგი შესახედაობის განათებაა, ფართო მაშტაბიანი განათებიდან თუ ვიწრო სხივით გაშუქების დროს.“
Litepanel MiniPlus-ის ‘აგურები’ ხშირად გამოიყენება თვალის გასანათებლად.   “ის გამოიყენება განათების ცუდი პირობების დროს.
“Litepanels-ის აპარატურა ჩემი ჩანთის განუყოფელი ნაწილია,” ამატებს სინათლის მთავარი ოპერატორი ტონი ანდერსონი. „ბატარიით დამუხტულმა განათებამ ბევრჯერ მიხსნა. როცა მთავარ ოპერატორს სჭირდება ‘კიდევ ერთი ბოლო დეტალი’, 1×1  ჩემთვის აუცილებლი ინსტრუმენტია. მე ასევე მიმუშავია ASTRA-თი და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მისი მრავალფეროვნებისა და პროდუქტიულობის გამო.“
Anton/Bauer-ის ბატარიების მეშვეობით მეიბაუმის ჯგუფს ყოველთვის აქვს მობილური  ენერგია. ისინი იყენებენ ჯილდოს მფლობელ CINE VCLX-ს როგორც ძირითად კამერას  ALEXA-ს და F55-ს როცა ურიკებითა და კრანებით მუშაობენ.  DIONIC® HC და HCX ბატარეები, გამოიყენება ხელის კამერებისათვის, ასევე Litepanels 1x1-ებისათვის, და ასევ უკაბელო ვიდეო დახმარებისათვის. 
რაც ყველაზე მეტად მომწონს  Anton/Bauer-ის ბატარეებში, ესაა, ის რომ სწრაფად იტენება, არ კარგავს მუხტს, ციფრული მაჩვენებელი კი მეუბნება, რამდენი ხანი შემიძლია გამოვიყენო კიდევ ბატარია. ისინი მსუბუქია, სწრაფად ემაგრება და ძვრება კამერასა თუ განათებას“ ხაზს უსვამს მეიბაუმი.  
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი სიურპრიზი შესთავაზა „ანარქიის შვილებმა“ შვიდი სეზონი განმავლობაში თავის მაყურებელს, კადრს მიღმა Vitec Videocom-ის ბრენდები ყოველთვის სიურპრიზების გარეშე მუშაობდნენ.  

ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი სამუშაო დღის დასრულებას შევძლებდით განსაზღრულ დროში, რომ არ ვიყენებდეთ  Vitec-ის აპარატურას,  რომელიც ჩვენი გადაღების ყოველდღიური ნაწილია.“ აჯამებს მეიბაუმი. 

წყარო: www.innovator.ge

Wednesday, February 4, 2015

დისტანციური მართვის პულტის შექმნის ისტორია

მსოფლიოში პირველი დისტანციური მართვის პულტის სავაჭრო სახელწოდება იყო Lazy Bones ("ზარმაცი”). იგი აშშ კორპორაცია "ზენიტმა” შექმნა.


     კომპანიის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს იუჯინ მაკდონალდს მისი შექმნის იდეა 1950 წელს გაუჩნდა; იგი ფიქრობდა, რომ მაყურებელი დიდად დააფასებდა "მომაბეზრებელი რეკლამების გამორთვის” შესაძლებლობას, თუმცა, სამწუხაროდ, პირველი დისტანციური მართვის პულტი მთლად დისტანციური არ იყო, რადგან გრძელი სადენით იყო შეერთებული ტელევიზორთან. ეს კი არხების გადასართავად მაინცა და მაინც მოსახერხებელი არ გახლდათ, ზოგჯერ კი ხიფათსაც შეიცავდა - მაგალითად, თუ ვინმე შემთხვევით სადენს წამოედებოდა სამზარეულოში.
     პირველი უსადენო დისტანციური მართვის პულტი 1955 წელს დამზადდა. გამოგონება დაფუძნებული იყო ფოტოელემენტების გამოყენებით ტელევიზორის ამუშავების იდეაზე. ოთხი გადამწოდი ჩამონტაჟდა ტელევიზორის კუთხეებში, ხოლო თვითონ პულტი, სახელად Flash-Matic-ი, ფარანს ჰგავდა. მისი ხარვეზები აშკარა იყო მზიან დღეებში, როცა დღის შუქის მიხედვით იცვლებოდა არხი და ხმის სიმაღლე. არც რადიოტალღებით მართვა იყო საუკეთესო გამოსავალი, რადგან გარკვეული სიძლიერის სიგნალს არხის გადართვა მეზობლის ბინაშიც შეეძლო.


     პირველი იდეა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ჰქონდა ზემოაღნიშნული ხარვეზები, კომპანიის ინჟინრის რობერტ ადლერის სახელთანაა  დაკავშირებული. ამ ვარიანტს ეწოდებოდა Space Commander 400. იგი იყენებდა ზებგერით ტალღებს, რომელიც არ ესმოდათ ადამიანებს და შეეძლო არხების გადართვა, ხმის სიმაღლის შეცვლა, ასევე ჩართვა და გამორთვა. დიზაინის თვალსაზრისით, Space Commander-ი სინამდვილეში პატარა პიანინო იყო. ალუმინის ღერები, რომლებითაც ხორციელდებოდა მართვა, მინიატურული ჩაქუჩების მეშვეობით მექანიკურად ახდენდა ბგერების აღწარმოებას. ეს იდეა ახლაც კი შთამბეჭდავია, როცა გაიაზრებ, რომ არხის გადასართავად აღარ იყო საჭირო არც ბატარეები და არც პულტის დაჭერა ტელევიზორის მიმართულებით. "ზენიტმა” გამოგონება 1956 წელს დააპატენტა და ახალი პროდუქტი ბაზარზე  გაიტანა. ტელევიზორები ამ პულტთან ერთად 30 %-ით მეტი ღირდა, მაგრამ ამას არ შეუშინებია მომხმარებლები. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა სოციალური მოვლენა, რომელსაც couch potato-ს ("ზარმაცი, უმოძრაო”) უწოდებენ.
     XX საუკუნის 80-იან წლებამდე, როცა გაჩნდა პირველი პულტები, რომლებშიც გამოიყენებოდა ინფრაწითელი ტექნოლოგია, "ზენიტმა” და სხვა კომპანიებმა გაყიდეს 9 მილიონზე მეტი ტელევიზორი ადლერის გამოგონების გამოყენებით. 


წყარო: ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი