Friday, April 17, 2015

დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება, ნამდვილად დიდი გამოწვევაა … და ცოტათი სიგიჟედაც კი შეიძლება იქცეს!

სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების პროცესში ბევრი რამის სწავლა შეიძლება-განსაკუთრებით ახალგაზრდა მთავარი ოპერატორებისათვის. განათების სწავლების ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ,  მე მჯერა რომ განათების შესაძლებლობების სრულყოფილად შესწავლას უზარმაზარი სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია პროდაქშენის თითოეულ საფეხურზე- რაც მოიცავს, როგორც შინაარსის განვითარებასა და ხასიათს, ასევე დაგეგმვასა და ბიუჯეტს.  



დაბალბიუჯეტიანი ფილმების გადაღებისას, ჩვეულებრივ, ცოტა დრო ეთმობა გადაღების წინა მოსამზადებელ და მოსამზადებელ ეტაპს, და ნამდვილად არ არის დრო კამერის სრულყოფილი შემოწმებისათვის.  მოსამზადებელი შეხვედრები ეხმარება მთავარ ოპერატორს, ზუსტად განსაზღვროს განათება და კამერის მიმართულება.  მე ასევე დიდი მოყვარული ვარ რეპეტიციებისა მსახიობებთან და რეჟისორთან ერთად, თუმცა დაბალბიუჯეტიანი პროექტები იშვიათად უთმობენ ამას ძვირფას დროს.  მოსამზადებელი დროის, ტესტირებისა და რეპეტიციების გარეშე, თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია გადამღები ჯგუფის გამოცდილებასა და უნარებზე. ჩემს შემთხვევაში ამ ფილმის გადაღებისას, მქონდა ერთი დღე გადასაღები ადგილის სანახავად რეჟისორთან და პროდუსერთან ერთად, შემდეგ კი აზიაში გავემგზავრე და ფილმის გადაღებების დაწყებამდე მხოლოდ 2 დღით ადრე ჩამოვედი.  ჩემს სასადილო ოთახში შევამოწმეთ კამერა და წავედით გადასაღებად! სიგიჟეა-არა?!

იმის ცოდნა თუ როგორ უნდა გაანათო კადრი, კამერის სხვადასხვა კუთხით გადაღებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ფილმის გადაღებისას (ძირითადი, საშუალო კადრი და წინა პლანი). ძირითადი სცენების წინა პლანით განათების შემდეგ შენს გონებაში,  ძალიან მცირე ცვლილებები იქნება საჭირო უფრო ახლო კადრების გადაღებისას. ჩვენი ფილმის გადაღებისას ბარის სცენაში, მე  გავმართე ქიმერას სანათი (500 ვატიანი ვოლფრამის ნათურა) მთავარი მსახიობის მაგიდის თავზე და კიდევ გამოვიყენე რამდენიმე  Arri-ის L-7 ლედ  განათება აქცენტებისა და უკანა შუქების გასაძლიერებლად.  განათების მომზადების შემდეგ, რეჟისორს თითქმის ყველა კადრზე შეეძლო ემუშავა განათების ცვლილებების გარეშე. დიდი განათება ქმნიდა ძალიან ბუნებრივ შუქს ბარის მაგიდისათვის და ასევე კამერისათვის უფრო ადვილად აღსაქმელს ხდიდა მაიკ კოლტერის მუქ კანის ტონებს. უკვე წლებია ამ ტიპის განათებას ვიყენებ... ეს ბევრ რამეში მეხმარება, პროდაქშენის პროცესიც განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. 

ბილ ჰოლშეფნიკოვი

წყარო: http://chimeralighting.com/pro-spotlight/america-still-place/

0 comments:

Post a Comment