Tuesday, January 26, 2016

7 რჩევა დამწყები რეჟისორებისათვის


cinematography

1) უყურეთ ფილმებს (მაგრამ გააკეთეთ ეს სწორად)

რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის სიახლე არ არის, თუ რეჟისორობას აპირებთ ფილმებს უნდა უყუროთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ  ნათესავების მომაბეზრებელი შენიშვნების მოსმენაც ხშირად მოგიწევთ, მათ გამუდმებით უნდა აუხსნათ რომ დროს კი არ ფანტავთ, განათლებას იღებთ.
ხელოვნების ამ ფორმის შესასწავლად, ფილმის ნახვის მრავალი განსხვავებული გზის მონახვა შეგიძლიათ:

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმა, ფილმის ხმის გარეშე ნახვაა. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა კინოს გადაღების ტექნიკის შესასწავლად, თუ როგორ გადმოგვცემს კამერა ამბავს, საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ კამერის თითოეულ მოძრაობას, კადრის ხანგრძლივობას,  მსახიობებს უკანა ფონზე.
გარდა ამისა, შეგვიძლია ფილმს მოვუსმინოთ, ანუ კადრების გარეშე ვუყუროთ ჩავრთოთ, სწორედ ასე აღმოაჩენ საუნდრეკებისა თუ დიალოგების რეალურ სიღრმეს. შენთვის მარტივად აღქმადი გახდება თითოეული ფეხის ნაბიჯი თუ წვიმის წვეთი. 
ზემოთ ნახსენები ორივე მიდგომა დაგეხმარებათ ყურადღება გაამხვილოთ ფილმის თითქოს და უმნიშვნელო ელემენტებზე, რომელთა საშუალებითაც ფილმი, როგორც სრულყოფილი ხელოვნების ფორმა გვევლინება.

2) იკითხეთ სცენარები

რეჟისორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა სიტყვების მოქმედებაში გადატანაა. საწყის ეტაპზე შესაძლა საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმები, თუმცა როგორც იცით, კინო ინდუსტრია სხვაგვარადაა მოწყობილი: მწერალი წერს, რეჟისორი კი-რეჟისორობს. ამ პარადიგმის დარღვევა ყოველთვის შეგიძლიათ, მაგრამ აუცილებლად მოგიწევთ სხვისი სცენარის მიხედვით მუშაობა, რაც თქვენთვის უცნობი ამბის გადმოცემას გულისხმობს.
screenwriter


სცენარის კითხვა, ნამდვილად კარგი სავარჯიშოა, რადგან ამ დროში თავში ხდება სცენების წარმოდგენა, როგორ იქნებოდა კამერა მიმართული, რომელ ლინზას გამოიყენებდი და ა.შ.
პირველ რიგში, კი გაეცნობი სცენარის ენას, ის განსხვავებულია იმისაგან რასაც ხალხი ყოველდღიურად კითხულობს, განსხვავებულია ფორმატი და ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებულია სტილი, როგორც ზოგადად სცენარების, ასევე თითოეული სცენარისტის.

3) გაეცანით სამსახიობო ხელოვნებას

რეჟისორის საქმიანობის ძირითადი ნაწილი, მსახიობისთვის მიმართულების მიცემაა. რეჟისორობა ბევრისთვის საძულველი, სწორედ იმიტომაა, რომ მსახიობებთან „გამკლავება უწევთ“, რაც მარტივი საქმე სულაც არაა.
ერთ-ერთი ძირითადი შეცდომა, რომელსაც დამწყები რეჟისორები უშვებენ, არის როცა მსახიობს პირდაპირ ეუბნებიან, ამ სცენაში შენ სევდიანი ხარ, ასეთ დამოკიდებულებას მსახიობები ვერ იტანენ, ჯობია მათ აუხსნათ რატომ არიან ისინი სევდიანები, რაც გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემს.


ის რეჟისორები, რომელთაც არასოდეს გაუვლიათ სამსახიობო კურსები, ასევე ხშირად უშვებენ შემდეგ შეცდომას, ეუბნებიან მსახიობს: „თავი მომაჩვენე თითქოს...“, ამ ფრაზით ყველაფერი დაკარგულია, არც ერთი მსახიობისათვის თამაში, თავის მოჩვენება არაა. სამსახიობო კურსების გავლა, თქვენს მსახიობებთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ, თითქოს ერთ ენაზე დაიწყებთ საუბარს, რაც ფილმის გადაღებისას დიდი უპირატესობაა. 

4) ისწავლეთ ხალხთან ურთიერთობა  

ცნობილი ფაქტია, რომ რეჟისორი ტირანიც უნდა იყოს და კარგი დიპლომატიც. რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ რეჟისორს მკაცრი მენეჯერის როლის მორგება უწევს, ზოგჯერ კი პერსონალს მეგობრულად ესაუბრება.


ცოტა ხნით, რომ დავივიწყოთ ხელოვნება, რეჟისორი მენეჯერიცაა, ის გემის კაპიტანია, გადამღები ჯგუფის ლიდერი. რეჟისორს მრავალი განსხვავებული ჯგუფის ერთმანეთთან დაკავშირება უწევს, მან მათი სწორად მართვა უნდა მოახეხოს, დროულად შენიშნოს კონფლიქტები და პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს პერსონალს.

5) გახდით ამბის თხრობის ოსტატი, დაწერეთ პიესები

პირდაპირ კინო სკოლიდან არავინ მოგცემთ შანსს გადაიღოთ სრულმეტრაჟიანი ფილმი, უნდა შეიძინოთ ამბის გადმოცემის უნიკალური უნარი, რომელიც პროდიუსერებს აიძულებთ ფსონი სწორედ თქვენზე გააკეთონ. პიესების წერით ამბის გადმოცემის უნარს გაიუმჯობესებთ, თავიდან გაგიჭრდებათ, თუმცა შედეგსაც მალე დაინახავთ.
storyteller

6) ფეხი აუწყვეთ ბიზნეს გარემოს

შეიძლება გვიჭირს აღიარება, თუმცა რეჟისორის საქმიანობა სულ უფროდაუფრო ბიზნესზე ორიენტირებული  ხდება, თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ნიჭი არ კმარა წარმატების მისაღწევად. აუცილებლად გაეცანით ბიზნეს გამოცემებს, რომელთა საშუალებით არამხოლოდ ბიზნეს გარემოზე გექნებათ წარმოდგენა, არამედ მრავალ ახალ საშუალებას აღმოაჩენთ, როგორცაა დიდი კორპორაციების მიერ გამოცხადებული კონკურსები თუ ახალი პროექტები.

Hollywood

7) დღესვე დაიწყეთ თქვენს პორტფელიოზე მუშაობა

პორტფელიო რეზიუმესაგან განსხვავდება, ის მოიცავს სახელოვნებო ნამუშევრებს (მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ფოტოებს, მუსიკას, მოთხორობებს), სწორედ მისი საშუალებით შეგიძლიათ იპოვოთ თანამოაზრეები, პროდუსერები, ინვესტორები.
კარგია, თუ თქვენი სცენარის დემონსტრირებას ახდენთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თქცვენ, რეჟისორი ხართ და ყველაფერი უნდა შეინახოთ, რასაც გადაიღებთ, გადაღებით კი ძალიან ხშირად მოგიწევთ გადაღება.  
cinematographer portfolio

ნუ მოგერიდებათ იმ ფილმების ჩვენება, რომელიც თუნდაც ბავშვობაში გადაიღეთ, სასაცილოც რომ იყოს, ის თქვენი სხვადასხვა უნარების საჩვენებლად შეიძლება გამოიყენოთ.
რეჟისორობის გზა, მოიცავს ეტაპებს, როცა გიწევს დამტკიცება, რომ შენ იმსახურებ უფრო დიდ შესაძლებლობას, თუ ამ შანსს სწორად გამოიყენებ  შემდეგ უფრო დიდი შანსი გექნება და ა.შ.

 

დამატებითი რჩევები

ნუ აითვალისწუნებთ  ტელევიზიებს
 თანამედროვე ცხოვრებაში, ტელევიზია მრავალ საინტერესო პროექტსს გვთვაზობს, ისეთი შოუები როგორიცაა „სატახტო თამაშები“ და „ბანქოს სახლი“ არაფრით ჩამორჩება სრულმეტრაჟიან ფილმებს. ბევრი პროფესიონალი საქმიანობას სწორედ ტელევიზიაში იწყებს, სხვა რომ არაფერი, ეს არაჩვეულებრივი პრაქტიკაა, თითოეული შოუ მინიმუმ 10 ეპიზოდისაგან შედგება.
screenwriter, storyteller

გამუდმებით ეძებეთ შესაძლებლობები
 ბევრი შესაძლებლობა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდებით. ამიტომ მუდმივად ჩართული უნდა იყოთ მოვლენებში, თვალყური ადევნოთ კინო ინდუსტრიის სიახლეებს.  
იკითხეთ კომიქსები
 კომიქსები იდეალური წყაროა რეჟისორებისათვის, რადგან მათი ვიზუალური გაფორმების შესაძლებლობები უფრო დიდია, კომიქსებში ნაჩვენები სიტუაციები შესაძლოა კამერის გამოყენების გარეშეც, სხვადასხვა კუთხით იქნეს წარმოდგენილი.
read screens,

კინოს სკოლა-ყველაფერი არ არის
უნივერსიტეტის ხარისხი არ განსაზღვრავს რეჟისორის წარმატებას, მაგრამ ხშირად რაღაცით უნდა დაიწყო. რა თქმა უნდა კინო სკოლების ხარისხი განსხვავდება, წინასწარ გაანალიზე რას მოგცემს თითოეულ მათგანში სწავლა და შემდეგ შეიტანეთ საბუთები.


Friday, January 22, 2016

ყველაზე ცნობილი 46 ფილმის სცენები სპეც ეფეტქებით დამუშავებამდე და დამუშავების შემდეგ

წინათ რეჟისორები სასურველი ეფექტის მისაღებად  ნახატებს, მინიატურულ ნაკეთობებსა და სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ. დღეისათვის კი ჰოლივუდს კარგად აქვს ათვისებული კომპიუტერული გრაფიკის შესაძლებლობები, რაც საშუალებას აძლევთ შექმნან წარმოუდგენელი სცენები ფილმებსა თუ სატელევიზიო შოუებში.
300 spartel

სტატიაში გთავაზობთ 46 მაგალითს სხვადასხვა ფილმიდან, თუ როგორ იღებენ ჰოლივუდში ფილმებს, როგორია სცენები დამუშავებამდე და დამუშავების შემდეგ.

 

The Avengers

avangers, Before And After Special Effects


avangers, halk scene


avangers, Before And After Special Effects


avangers, capitan america, iton man, halk, thron scene


capitan america scene, avangers





Avatar

avatar, spec effect


avatar, spec effect




Alice in Wonderland

alica in wanderland, scene, green screen

alica in wonderland, spec effects, green screen




Boardwalk Empire


green screen, spec effects


Captain America

capitan america, green screen, spec effects

capitan america, green screen, spec effect




Deadly Honeymoon

deadly honemoon, green screen, spec effect




District 9


disctrict 9, spec effects, green screen




Game of Thrones

game of throns, green screen, mother of dragons

game of throns, green screen

game of throns, spec effects, green screen

game of throns, green screen, spec effects

game of throns, green screen






Gravity

gravity, spec effects, green screen



Grey’s Anatomy

gray's anatomy, green screen, spec effects



The Hobbit

hobbit, green screen, spec effects

hobbit, green screen, spec effects





The Hunger Games

hunger games, spec effects, green screen






Iron Man

iron man, green screen, spec effects

iron man, spec effects, green screen





Life of Pi

life of pe, spec effects, green screen

life of pi, green screen, spec effects





Man of Steel

man of steel, green screen






Oz the Great and Powerful


oz the great and powerful, green screen




Pirates of the Caribbean

pirates of the caribbean, soec effects

pirates, green screen





Rise of the Planet of the Apes

rise of the planet of the apes, green screen

film spec effects







Superman Returns

supermen returns, specc efects




The Dark Knight Rises

the dark knight rises, spec effects

batman, specc effects




The Great Gatsby

the great gatsby, spec effects

great gatsby, spec effects




The Matrix

matrix, spec effects



The Secret in Their Eyes

secret in their eyes, spec effects





The Walking Dead

the walking dead, spec effects




The Wolf of Wall Street

the wolf of wall street, spec effects




Transformers

transformers, spec effects




The Twilight Saga: Breaking Dawn

the twilight saga, spec effects




300

300, spec effects