„გადარჩენილი“-ს რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს მთავარი მიზანი იყო ფილმი რაც შეიძლება რეალური ყოფილიყო, მე-19 საუკუნის პერსონაჟების სრულად გასათავისებლად მსახიობებმა ერთი კვირა სპეციალურ მოსამზადებელ ბანაკში გაატარეს-თუმცა გარდა ამისა, შურისძიების ამბის სრულყოფილად გადმოსაცემად ფილმის გადაღების მაგიური ტექნიკა იყო გამოყენებული.
სწორედ აქ ერთვება, ლეგენდარული დამდგმელი მხატვარი ჯეკ ფისკი, რომელიც
30 წლიანი კარიერის მანძილზე მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა, "ვიწრო წითელი ხაზი," "ახალი სამყარო," "და იქნება სისხლი".
ფისკი, გვიმხელს „გადარჩენილი“-ს გადაღების რამდენიმე საიდუმლოს, მათ შორის,
როგორ გადაიღეს დათვის სცენა.
- გრიზლის თავდასხმის სცენის გადაღებისას, ნამდვილი დათვი არ გამოუყენებიათ
ფილმის
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენაა თუ როგორ ესხმის თავს
გიგანტური დათვი ლეონარდო დი კაპრიოს პერსონაჟს. სცენა ნამდვილად რეალისტურია,
თუმცა ფისკის თქმით, ეს ყველაფერი კასკადიორებისა და კომპიუტერული გრაფიკის დამსახურებაა და რა თქმა
უნდა, არც გაუპატიურება ყოფილა.
სცენის
გადაღებისას, არც ერთი გაწვრთვნილი დათვი არ გამოუყენებიათ, ფისკის აღნიშნავს რომ,
თავიდან დაიწყეს დათვების შერჩევა, თუმცა ისინი მეტისმეტად მსუქნები იყვნენ და
სულაც არ ჰგავდნენ გამძვინვარებულ გრიზლის.
კასკადიორების
დეპარტამენტი, თვეების მანძილზე ემზადებოდა. გადაღების ადგილი, 25 მეტრიანი
რეზინის ხეებით იყო გაფორმებული, რათა შეჯახების დრო ლეონარდო არ
დაზიანებულიყო.
დათვის
სცენასთან ერთად, „გადარჩენილი“-ს გამორჩეულ ეპიზოდად, ცხენთან ერთად კლდიდან
გადავარდნის სცენა ითვლება, როცა გრიზლისთან ორთაბძოლის შემდეგ, ლეონარდოს
ადგილობრივი ამერიკელებისგან უწევს თავის დაღწევა. თოვლი ძლიერდება, ლეონარდო ცხენს გამოშიგნავს
და შტორმის დასრულებამდე შიგნით იმალება.
"ცხენის მოდელი ხელოვნურად შევქმენით, ნაწლავები კი ლატექსისა და
თმისგან დავამზადეთ“-ამბობს ფისკი. რეკვიზიტები დეპარტამენტმა, ორი ცხენი გააკეთა,
ერთი კლდიდან გადმოხტომის, ხოლო მეორე დიკაპრიოს გასათბობად.
"მოვიტანეთ 15 ფიჭვის ხე, ზოგიერთი მათგანი 50 ფუტის სიმაღლე, შემდეგ
კი ხელოვნური თოვლით დავფარეთ, ისევე როგორც, დათვის სცენის დროს.“
- ადგილი, სადაც დიკაპრიო ბიზონების ჯოგს ნახულობს, შემთხვევით იქნა ნაპოვნი
ერთ-ერთი
ძირითადი გამოწვევა ფილმის გადაღებისას, ლოკაციების მოძიება იყო, ფილმის გადაღება ბუნებრივი განათების პირობებში
ხდებოდა, რისთვისაც ადგილები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით უნდა ყოფილიყო
შერჩეული.
ერთ-ერთ
შთამბეჭდავ სცენაში, გლასი ბიზონების ჯოგს გადაეყრება, შემდეგ კი ადგილბრივი
ამერიკელი ბიზონის ღვიძლს გაუყოფს. ფისკის მტკიცებით ეს ლოკაცია, სრულიად
შემთხვევით იპოვეს.
"მდინარის გარშემო ადგილებს ვამოწმებდით, უცებ ნაპირთან ეს უზარმაზარი
ველი შევნიშნეთ, მზე ჩადიოდა, საუცხოო განათება იყო. ყველამ ერთხმად შევძახეთ, ეს
სწორედ ისაა, რასაც ვეძებდით.“
ბუფალოების
ჯოგის შესაქმენალდ კომპიუტერული გრაფიკა გამოიყენეს, მხოლოდ ერთი ბიზონის
რეკვიზიტი დამზადდა, ღვიძლის სცენისათვის.
0 comments:
Post a Comment