Wednesday, October 21, 2015

16-17 ოქტომბერს გაიმართა სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა


16 ოქტომბერს გაიხსნა სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა გახსნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსმა ბატონმა გიორგი აფციაურმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლევან კაცაძე.

გამოფენაში მონაწლეობდნენ სამაუწყებლო ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები: SONY, Panasonic, Canon, Fujifilm,Arri Camera, Arri Lighting, Angenieux,Avid, DJI, Ross Video,TSL, Gearhouse, Eutelsat, SAM-Advanced Media, Guramex, Videoscope, Innovator, Oracle, Lawo, RTS

ქართულმა სისტემურმა ინტეგრატორმა კომპანია ინოვატორმა გაათამაშა ორი  DJI PHANTOM 3. ასევე, 500ლარიანი და 1000ლარიანი ინოვატორის ვაუჩერები


მასტერ-კლასი ჩაატარა ჰოლივუდიდან მოწვეულმა ექსპერტმა ბატონმა ჰირო ნარიტამ, თემაზე: "გონებისა და შუქისზღვარი - ურთიერთკავშირი ეკრანზე გამოსახულსა დაშესაძლოს შორის".


გაიმართა საქართველოს ტელეოპერატორთა გილდიის პრეზენტაცია -http://www.gtcg.ge/


18
ოქტომბერს გაიმართა კინო და ტელეოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს თვალი" 2015 დაჯილდოების ცერემონია.

კინო და ტელეოპერატორების ფესტივალ "ოქროს თვალი" 2015-ის გამარჯვებულები :
საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი - დევიდ პროქტერი "შემოვლითი გზა" (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი);
საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი - კის რუდოლფ პიტერ "კაენის შვილები (უნგრეთი, საფრანგეთი);
სარისკო კადრი - მეთიუ ვანდაიკი "აღარასოდეს:რევოლუციის ამბავი" (აშშ);
საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი - ნაუმ დოკსევსკი "უკანასკნელი მოქმედება" (მაკედონია);
გრანპრი - დევიდ პროქტერი "შემოვლითი გზა" (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი);
სპეციალური პრიზი კინემატოგრაფიის განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის - ლომერ ახვლედიანი (საქართველო);
სპეციალური პრიზი სატელევიზიო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის- კოტე ქოჩუაშვილი (საქართველო);
საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური პრიზი - გოგა ხაინდრავა (საქართველო);

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური პრიზი- მურატ ალიევი (ყაზახეთი).

0 comments:

Post a Comment