Monday, February 22, 2016

6 რჩევა რეჟისორებს სტენლი კუბრიკისაგან

მიუხედავად იმისა, რომ სტენლი კუბრიკი 1999 წელს გარდაიცვალა, მისი 17 ფილმი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს და არ კარგავს აქტუალობას. უამრავი რეჟისორი სწორედ მას უმადლის საკუთარ ნამუშევრებს და ყოველთვის სიამაყით აღნიშნავს მის გავლენას.



ეცადე ნახო თითოეული ფილმი

ვცდილობ ყველა ფილმი ვნახო, სახლში პროექტორიც კი ვიყიდე, ამან რა თქმა უნდა პროცესი გაამარტივა, მაგრამ თუ ფირს ვერ ვიშოვი, ყოველთვის ვცდილობ კინოთეატრში მისვლას, ვცდილობ ვნახო თითოეული ფილმი.“
დღესდღეობით ბევრი რეჟისორი იმდენადაა გართული საკუთარი სამუშაოთი, რომ დრო აღარ რჩებათ გაეცნონ სხვების ნამუშევრებს, სწორედ ამიტო ხშირად ახალ ტენდენციებს ჩამორჩებიან ხოლმე.
რეჟისურისათვის აუცილებელია ფეხი აუწყო გარემოს, გაეცნო ახალი გადაღების ტექნიკებსა და ახალ გამოწვევებს, ყოველთვის შესაძლებელია შენთვის საინტერესო იპოვო სხვების ნამუშევრებში, რომლებიც შენსავით ცდილობენ საუკეთესოს შექმნას. ფილმის ყურება პირველი რიგის საკითხი უნდა იყოს თითოეული რეჟისორისათვის.  

დაძლიე „მანქანიდან გადმოსვლის“ შიში

ერთ-ერთი დაჯილდოებისას, მან სპილბერგის გამონათქვამი გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, ფილმის გადაღებისას ყველაზე ძნელი „მანქანიდან გადმოსვლაა“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ფილმის გადაღება შეიძლება დაემსგავსოს „ომი და მშვიდობის“ წერას გასართობ პარკში მანქანის ტარებისას, მაგრამ როცა საბოლოოდ შექმნი საუკეთესოს, მიხვდები რომ ეს მომენტი ღირდა ამ ყველაფრის ფასად“
თავის შეკავება, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგრამ შედეგი ნამდვილად სასიამოვნოა.

ზოგადი მიდგომა პრობლემისადმი


ყველაფრის გადაღებაა შესაძლებელი

თუ დაწერა შესაძლებელია, გადაღებაც შესაძლებელია.”
ხელოვნების არც ერთ ფორმას არ ახასიათებს საზღვრები, რა თქმა უნდა, კუბრიკი ხედავდა სიძნელეებს ლიტერატურული ნაწარმოების ფილმად გარდაქმნისას, თუმცა გენიოსი ამ „პატარა“ სირთულეს შეუშინდებოდა?
ეს ძალიან მარტივი რჩევა, გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: კინოში არ არის ზღვარი. გინდა მფრინავი ადამიანი დაინახო? ან მუხლებზე დამხობილი დათვი სასტუმროს ნომერში? ყველაფერი შესაძლებელია.

მხოლოდ სამი რამ გჭირდება

პირველი ფილმის გადაღებისას ყველაზე მეტად ალბათ, ის დამეხმარა, რომ 50-იან წლებში ნამდვილად უცნაური იყო ფილმის გადაღება. ძალიან მარტივი გამოდგა ყველაფერი. რაც გჭირდებოდა ეს იყო კამერა, ფირის ჩამწერი და ცოტა წარმოსახვა“
 კუბრიკს მამამ კამერა ბავშვობაში აჩუქა, მას შემდეგ სკოლას ხშირად აცდენდა და ყველაფერს იღებდა.  
შეიძლება სასაცილოც კია, მაგრამ ყველაზე კარგი რაც შეიძლება დამწყებმა რეჟისორმა გააკეთოს, ეს არის აიღოს კამერა და გადაიღოს ის, რაც თვითონ სურს“
ასე, რომ შეგიძლია საყიდლების სია ჩამოწერო: კამერა, ჩამწერი და ცოტაოდენი წარმოსახვა.

შექმენი საკუთარი მნიშვნელობა


მოსაწყენი ცხოვრება უბიძგებს ადამიანს, საკუთარ თავს შესძინოს მნივნელობა. ბავშვები სიცოცხლეს არნახული ძიების წყურვილით იწყებენ, მათთვის უდიდესი სიხარულის მომტანია ხიდან ფოთლის ჩამოვარდნაც კი. მაგრამ ისინი იზრდებიან, სიკვდილისა და სხვა პრობლემების გააზრებით ისინი მძიმდებიან და ყოველდღიურ წვრილმანებში სიხარულს ვეღარ ხედავენ.
როცა ბავშვი იზრდება, ის ყველგან სიკვდილსა და ტკივილს ხედავს, კარგავს ადამიანის ღვთაებრიობის შესახებ რწმენას. მაგრამ თუ ის საკმარისად ძლიერი და იღბლიანია, მას შეუძლია ამ ყველაფერს თავი დააღწიოს და ხელახლა დაიბადოს. მან შეიძლება ვერ დაიბრუნოს ბავშვობის დროინდელი წყურვილი ძიებისა, თუმცა ის სხვაგვარად შეხედავს გარე სამყაროს.
ეს რჩევა არის როგორც ფილმის რეჟისორებისათვის, ასევე ჩვეულებრივი ადამიანებისათვის.

რა ვისწავლეთ

კუბრიკი თითქოს რთული ხელოვანია, თუმცა მისი ფილოსოფია ძალიან მარტივია. ის უამრავი ფილმის რეჟისორია თუმცა, თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია ღრმა ჩანაფიქრით, რომლებიც შთაგონების წყარო გახდა ბევრი დამწყები რეჟისორისათვის, ასევე მსახიობისათვის, ოპერატორებისათვის და განურჩევლად ყველასათვის.
მთავარი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ არის განუწყვეტელი ძიება, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ შემოქმედებითობა უსაზღვროა, შეიძლება გეშინოდეს, მაგრამ რისკზე მაინც უნდა წახვიდე.





წყარო: http://bit.ly/1liWekn

Monday, February 8, 2016

6 ფოტოგრაფი, რომელთა ნამუშევრების ნახვა უკეთეს რეჟისორად გაქცევთ

კინომ ვიზუალური ენის სახით ნამდვილი მემკვიდრეობა მიიღო ფოტოგრაფიისაგან. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ თვითონ გადაღების ფიზიკური პროცესი ძალიან გავს ერთმანეთს. თუმცა ფოტოგრაფია გამორჩეულია, თითოეულ ფოტოს  შეუძლია ამბის გადმოცემა, პროფესიონალ ფოტოგრაფს შეუძლია ერთ კადრში ჩაატიოს  მთელი ფილმის სცენარი.  
ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ფოტოგრაფი, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე მოღვაწეობს და ფოტოგრაფიის განსხვავებულ მიდგომებს იყენებს, მათ შორისაა ქუჩის ფოტოგრაფია, სტუდიური ფოტოგრაფია თუ ცნობილი ადამიანების პორტრეტები. ყველა მათგანს  აერთიანებს შესაძლებლობა, ერთი კადრის გარშემო გააერთიანოს მაყურებელი.
ამ ფოტოგრაფების ნამუშავრების ნახვით შეგიძლიათ ჩაწვდეთ მათ დამოკიდებულებას, კიდევ უფრო გაიღრმავოთ ხედვა, როგორც რეჟისორმა.



ჰენრი კარტიე-ბრესონი (1908 – 2004)
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძლიერი გავლენის მქონე ფოტოგრაფი კაცობრიობის მანძილზე, ჰენრი კარტიე-ბრესონი იყო, რომელმაც ლეგენდარული სააგენტო მაგნუმი დაარსა და ცნობილია ტერმინითგადამწყვეტი წამი“.  მას მტკიცედ სჯეროდა, რომ თითოეული ადგილისა თუ მოვლენის სრულყოფილად გადაღება, ერთ კრიტიკულ მომენტშია შესაძლებელი და ფოტოგრაფის მთელი სამუშაო, სწორედ ამ მომენტის აღმოჩენაა
ეს რჩევა, თითოეულ რეჟისორს შეუძლია გამოიყენოს, მან უნდა დაიჭიროს სწორედ გადამწყვეტი, გარდამტეხი მომენტები, რათა მოახერხოს კადრზე ემოციის სრულყოფილად აღბეჭდვა


კამერა უპირველესად თითოეული ჩვენგანისათვის საშუალებაა, იარაღი და არა უბრალოდ მექანიკური სათამაშო... ზოგჯერ, ზედმეტად ბევრს ფიქრობენ გადაღების ტექნიკებზე და ავიწყდებათ ხედვა.”

გრეგორი ქრიუდსონი (1962-)
ძნელი არ არის გრეგორი ქრიუდსონი, ფილმის რეჟისორში აგერიოს. ის ფოტოების გადასაღებად ხშირად უზარმაზარ მოედნებს ირჩევს, ზოგჯერ სოფლის პეიზაჟებს, ზოგჯერ კი- ცალკე სამყაროს აწყობს გადასაღებადმისი სცენები კინო განათებითაა განათებული, როგორიცაა Arri HMI-ის. საკუთარი ოპერატორიც კი ჰყავს, მაგრამ  მხოლოდ მას აქვს უნიკალური უნარი  აღმოაჩინოს მისტკური, ყველაზე მიწიერ საგნებში.   
თუ მისმა ფოტოებმა მოგხიბლათ, აუცილებლად დაგაინტერესებთ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, „ხანმოკლე შეხვედრაგრეგორი ქრიუდსონის შესახებ, რომელიც 2012 წელს გამოვიდა:

გამიზნულად ნამდვილად არ ვქმნი გათიშულ კადრებს მუქ ტონებში, ზოგჯერ ამას გააზრებითაც კი არ ვაკეთებ სამუშაო პროცესში. ყოველთვის მშვენიერებისა და ოპტიმიზმის გამოხატვა მწადია, მინდა გადმოვცე ის მარტოობისა და უსუსურობის გრძნობა, რომელიც გვეუფლება გაუცხოვებასა და განცალკავებაში, მინდა ავსახო თითოეულის შინაგანი ძიება რაღაც უკეთესისადმი“.   

ჯორჯ ტაისი (1938)
ბევრი სხვა ფოტოგრაფისაგან განსხვავებით, ჯორჯ ტაისი სულაც არ მოგზაურობს სურათების გადასაღებად მსოფლიოს გარშემო, მისი თითქმის ყველა ნამუშევარი მშობლიურ შტატში, ნიუ ჯერსიშია გადაღებული.  მისი განმასხვავებელი ნიშანი, საშუალო ფენის გარემოს კადრებია, ისინი ერთდროულად გამორჩეული და უნივერსალურია
როგორც რეჟისორმა, შეგიძლია ტაისისაგან ისწავლოთ თქვენს ხელთ არსებული გადასაღები ლოკაციების მაქსიმალური გამოყენება, თითქოს ყოველდღიურ ბანალურ გარემოში იპოვო გამორჩეული სილამაზე.


 ფოტოგრაფია გვასწავლის დავინახოთ, მისი საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ სწორედ ის, რაც გვინდა. როცა სურათს ვიღებ, თითქოს სურვილს ვიფიქრებ. ყოველთვის ვეძებ მშვენიერებას.“
უილიამ ეგლსტონი (1939)
უილიამ ეგლსტონი ერთ-ერთი პირველი ფერადი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშვრები მუზეუმებში გამოიფინა. სწორედ მისი წყალობით, დამკვიდრდა ფერადი ფოტოები ხელოვნების ნიმუშებს შორის. ფერების მეშვეობით, ის გასაოცარ სურათებს ქმნის, მოსაწყენ ხედებს მაგიურად გარდაქმნის.
მისი ფოტოგრაფიის შესწავლა დაგეხმარებათ, გადმოსცეთ საკუთარი კინო ისტორია, ფერებითა და თითქოს უმნიშვნელო დეტალებით.   


მსიამოვნების ჩემი ნამუშევრების წარმოჩენა, როგორც მუსიკის ნაკადის. ალბათ, სწორედ ამიტომ მირჩევნია დიდი ჯგუფთან ვიმუშაო, ვიდრე ერთი ნივთი გადავიღო
ჯეფ ვოლი (1946)
მისი სცენები ნამდვილად ღრმაა, ხშრად მიმიკური და კლასიკურ ხელოვნების ნიმუშებს მოგვაგონებს. მისი ფოტოები არამხოლოდ ლამაზია, არამედ ინსპირაციაც კი შეიძლება გახდეს ახალგაზრდა რეჟისორებისათვის, რომლებიც მოდელს იღებენ ხელოვნების სხვა ჟანრებიდან და სახეებიდან. მაგ: მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი  სურათი ქალისთვის, შთაგონებული კლასიკური მონეს ნახატითროგორ შეიძლება სხვადასხვა გავლენები შეინარჩუნო თან შექმნა რაიმე ორიგინალური?




ერთი  პარადოქსი აღმოვაჩინე, რაც უფრო იყენებ კომპიუტერს სურათის დამუშავებისას, მით უფროხელნაკეთიგამოდის ის.“
ენი ლებოვიცი
ენი ლებოვიცი, ხელოვნების სკოლაში შევიდა, სანამ როლინგ სტოუნზის ტურის ფოტოგრაფი გახდებოდა. ეს გახდა დასაწყისი მისი კარიერისა, რომელიც ცნობილი ადამიანების გადაღბით გაგრძელდა. ყველაზე მეტად ცნობილია როლინგ სტოუნზის ქავერის ფოტოთი, იოკო ონოსა და ჯონ ლენონის სურათით, რომელიც მისი მკველელობის დღესაა გადაღებული. მისი ყოველი ფოტო სახელმძღვანელო შეიძლება გახდეს, თუ როგორ არის შესაძლებელი მაკიაჟითა და კოსტუმით პერსონაჟის ხასიათის გადმოცემა.




შედეგს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, მხოლოდ იმით მივაღწიე, რომ არ შემეშინდა, ეს ადამიანები შემყვარებოდა.“ 


Friday, February 5, 2016

5 საშუალება უკეთ გამოვიყენოთ ფილმისთვის ფერები


ფერი რეჟისორისათვის, ერთ-ერთი ძირითადი იარაღია დასამახსოვრებელი კადრების შესაქმნელად, თუმცა დამწყებები ხშირად მის მნიშნელობას სათანადოდ ვერ აფასებენ. ფერები კინოში, ეს არ არის მხოლოდ თემა ან ფერთა კორექცია კადრთა თანხვედრისათვის. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალებაა შესძინოთ თქვენს პროექტს მხატვრული ღირებულება.
კარგი ფერთა სტრატეგია შემუშავებული უნდა იყოს დიდი ხნით ადრე კამერის ჩართვამდე, მაგრამ კარგი სტრატეგია არ გულისხმობს მხოლოდ იმის გადაწყევტას, რომ მთავარ გმირს წითელი კაბა ეცმება. კინოში ფერებმა ხაზი უნდა გაუსვას შენი, როგორც რეჟისორის დამოკიდებულებასა და ხედვას, ზოგჯერ  წარმოაჩინოს მაყურებლისათვის უფრო მეტი ვიდრე კადრში დაეტია.  ფერთა პალიტრის მიხედვით, დასახეთ სტრატეგია, შემდეგ კი დააზუსტეთ, რამდენად მიღწევადია მისი რეალიზება გადაღებისა და შემდგომი დამუშავების დროს.
1.   ფერთა პალიტრა

ფერის სტრატეგიაზე მუშაობისას, იფიქრე ჰარმონიასა და დისონანსზე, რაც უფრო ახლოსაა ფერები ტონალურად ერთმანეთთან, მით უფრო მეტი თანხმობაა მათ შორის.  ანალოგური ფერები, როგორიცაა მოვარდისფრო იისფერი, იისფერი და იასამნისფერი საუკეთესოდ ეწყობა ერთმანეთს, ყველაზე ძლიერი კონფლიქტის მაგალითი კი ლურჯი და ყვითელი ფერებია.
2.   მხატვრული დადგმა

მხატვრული დადგმა, რომელიც პრაქტიკულ ლოკაციებსაც გულისხმობს, თქვენი სტარტეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ლოკაცები სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ფერების სწორად დასმისათვის, განსაკუთრებით  თუ დაბალბიუჯეტიან ფილმს იღებ. თუ გამორჩეული გადასაღები ლოკაცია იპოვეთ მწვანე კედლებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფერი თქვენი სტრატეგიის შემუშავებისას.
3.   კოსტუმები

ფილმის პერსონაჟების კოსტუმები, ერთი შეხედვითაც კი გაგრძნობინებს განწყობას. კოსტუმებში ფერის თეორია, ისევ მსგავსებასა და კონტრასტს ეფუძნება. მაყურებელი პერსონაჟის სხვა მოქმედ პირებთან  ურთიერთობის და სამოქმედო გარემოს განწყობის განსაზღვრისას ძირითადად სამოსს ეყრდნობა. პერსონაჟს, რომელსაც იასამნისფერი აცვია დაკრძალვისას ან ყვითელი ხანჯლით ბრძოლისას, თუ მოკლე მაისური შტორმის დროს ამოვარდნილია გარემოდან, ხაზს უსვამს პერსონაჟის გამოკვეთილ ხასიათს.
4.   კამერის პარამეტრები

ციფრულ ერაში მოვაწე რეჟისორებს დიდი შესაძლებლობები აქვთ ფილმის პოსტპროდაქშენში, თუმცა კამერის პარამეტრებზეც ბევრი რამ არის ჯერ კიდევ დამოკიდებული.
გამოიყენო ნაკლებად შემჭიდროვებული ან საერთოდ დაუმუშავებელი კოდეკები, საშუალებას გაძლევს მოგვიანებით მოახდინო ფერთა გრადაცია.  ისეთი მოსახერხებელი და დაბალბიუჟეტიანი კოდეკები, როგორიცაა H.264 ან AVCHD, საშუალებას მოგცემს შეინარჩუნო თეთრის ბალანსი და ფერის პარამეტრები საბოლოო პროდუქტამდე.

5. ფერთა კორექცია და გრადაცია:



ფერთა გრადაცია ციფრული ერის რეჟისორის საუკეთესო მეგობარია. ფერის ტემპერატურის შეცვლით, სატურაციითა თუ დესატურაციით, ასევე კონტრასტების შეცვლით ყველაზე მნიშვნელოვანი და მკვეთრი ცვლილებები შეგიძლიათ მიიღოთ.