Wednesday, February 3, 2016

მსოფლიოს 30 საუკეთესო კინომატოგრაფი გვიზიარებს ყველაზე დასამახსოვრებელ მიღებულ რჩევებს მათი კარიერის განმავლობაში


ამერიკის კინო აკადემიის 30 წევრი გვიზიარებს ცხოვრების მანძლზე მიღებულ საუკეთესო რჩევებს, რომელებმაც დიდი როლი ითამაშა მათ პროფესიულ კარიერაში. 



როდესაც დამხმარე ოპერატორი ვიყავი, მთავარმა გამნათებელმა მითხრა: „არასოდეს ირბინო გადასაღებ მოედანზე“ ამით ყველას აჩვენებ, რომ რაღაც დაგავიწყდა. მას შემდეგ, ამ რჩევას ვითვალისწინებ, არასოდეს დავრბივარ გადასაღებ მოედანზე, თუმცა ასევე ვცდილობ ბევრი რამეც არ დამავიწყდეს.  

ბრუნო დელბონელი


„არასოდეს გაართულო“. რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა ახალი ტექნიკის გამოყენება, თუმცა ზოგჯერ ტილოზე ორი დამჭერით დამაგრებული კამერა ყველაზე კარგი გამოსავალია. 

გლენ მაკფერსონი


„სადამდეც შეგიძლია პირი მოკუმული გქონდეს“, კინო სკოლაში არავინ არ გეტყვით, რომ შენი საქმის 50%-ი დიპლომატიაა და დანარჩენი კინომატოგრაფია. საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლე, როცა ყველაფერი ცუდად მიდის, საუკეთესო გამოსავალი, რამდენიმე წუთიანი სიჩუმეა, ყველაფრის გააზრება და არა პირველად თავში მოსული აზრების ფრქვევა. არავინ დაიმახსოვრებს რა არ თქვი, მაგრამ მათ ყოველთვის ემახსოვრებათ რა წამოგცდა აღელვების დროს. 

ბილ ბენეტი


კოლეჯში სწავლის დროს, ნიკ რეი თავისი ფილმების საჩვენებლად მოვიდა. მისი ფილმების ნახვის ნაცვლად მთელი ღამე მასთან საუბარშ გავატარე, როცა მიდიოდა, მან თქვა: „გახსოვდეს, ასეთია ცხოვრება“. 

სტივენ ფიბერგი



გორდონ უილისი ერთ-ერთ ინტერვიუში ხაზს უსვამს, თვალთახედვის მნიშვნელობას.  მას შემდეგ სცენის განლაგებისას, პირველი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს  ვუსვამ არის, თუ ვისი თვალთახედვით უნდა დავინახო სცენა, როგორც კი პასუხს ვპოულობ, მაშინვე ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და მარტივი ხდება. 

ერნესტ დიკერსონი


საუკეთესო რჩევა, რედაქტორ ირვინგ ლენერისგან მივიღე: „უბრალოდ მოჭერი შემოსვლის და გასვლის კადრები“ 

ჯეკ კუფერი


„ერთადერთი გზა გადაიღო საუკეთესო კადრი: გადაიღო ის ორგვარად“ 

ბარი მარკოვიცი


რჩევა ოუენ როზმანისგან: „არ არის აუცილებელი ეგო გქონდეს, როგორც პიროვნებას, დაე შენი ნამუშევარი ეკრანზე, აჩვენებდეს შენს ეგოს.“ 

კრესენზო ნოტარილი


ჯიმ დენფორტმა, დამანახა კრიტიკული აზროვნების ძალა, განსაკუთრებით საკუთარი ნამუშევრის მიმართ, როგორ დამენახა ფილმი მაყურებლის თვალით. 

დენის მიურენი



ყოველთვის მართალი იყავი საკუთარ თავთან. 

ტობიას შლისლერი


რჩევა ჯორჯ მილერისგან: უბრალოდ იყავი თამამი! იმდენად გაბედული, რამდენადაც შეგიძლია! 

დინ სემლერი


ცხოვრება თვითმფრინავივითაა: ან მოხვდები ბორზე, ან არა. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. 

ხავიერ გრობე


 „კადრის კიდეები ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე ცენტრი.“

ლუჩიანო ტოვოლი


დამშვიდდი, მოუსმინე, დააკვირდი და იხელმძღვანელე მაგალითით. 

ჯონათან ტეილორი


ნუ ეცდები იყო ის, ვინც არ ხარ. 

ალარ კივილო


1) ისწავლე, როგორ მოუსმინო; 2) აარჩიე ფილმის ერთი ძლიერი იდეა; 3) ნამდვილად გაერკვიე საკუთარ მოტივაციებში, რატომ აკეთებ რაღაცას და რაღაცას არა.

დარიუს ხონჯი



ყოველთვის გაითვალისწინე, რისი ნახვა გინდა გადასაღებ მოედანზე, სანამ ლოჯისტიკას დაგეგმავ. 

ჯონ ნიუბაი


მსახიობის უკმაყოფილების მოსმენის შემდეგ, რომ განათება ზედმეტად აწუხებდა თვალებზე, აღმასრულებელმა პროდუსერმა დამიბარა კაბინეტში და შემახსენა, რომ შეიძლება მე და ის გაგვათავისუფლონ სამსახურიდან, მაგრამ მსახიობს არასოდეს დაითხოვენ. ეს ნამდვილად კარგი გაკვეთილი იყო, შექმნილი გარემოდან გამომდინარე. 

რობერტ პრაიმსი


კინომატოგრაფია, კინომატოგრაფიის 10%-ია მხოლოდ, დანარჩენი შარდის ბუშტის კონტროლია. 

სეიმუს მაქგრეივი



ზედმეტად ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ნუ გახდები. იპოვე ბალანსი კრეატიულობასთან. 

ჯერზი ჟელინსკი


ყოველთვის ეცადე გადაიღო, არ აქვს მნიშვნელობა რა, სწორედ ამის წყალობით, დავაგროვე ცოდნა. 

ნიუტონ ტომას სიგელი


განათების სპეციალისტმა, მარტინ ევანსმა მირჩია, გადაღების პირველი სამი კვირის მანძლზე არაფერი  მეთქვა, მხოლოდ მომესმინა და მეყურებინა. 

სტეფან გოლდბლატი


ჩემი აგენტისგან: „გადაღებისას ყველაზე ბედნიერი იყავი“ ის მართალი იყო. 

ფრენკ  ბაიერსი


არ ვიცი, საუკეთესო რჩევაა თუ არა, მაგრამ ოპერატორის დამხმარედ მუშაობისას, ჯო რუტენბერგმა, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, სახლში დამპატიჟა და თავისი ოსკარები მაჩვენა, თან დაამატა რომ მემონტაჟე გავმხდარიყავი, რადგანახ მათ უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ საბოლოო პროდუქტზე. მართალია, მისი რჩევა არ გამითვალისწინებია, თუმცა მემონტაჟის მნიშვნელობას  მივხვდი. 

ჩარლზ მინსკი



ბაბუასაგან, ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას აკეთებ არასამუშაო დროს, ვიდრე სამუშაო საათებში.

ჯონ შვარცმენი


ფილმი რეჟისორისაა, მაშასადამე, რეჟისორი ყოველთვის მართალია. 

ფრედ ელმესი


მაიკლ ჩეპმენისაგან, ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება დატოვე თითქოს იცი რასაც აკეთებ, სრული დაბნეულობის დროსაც კი.

პოლ რაიანი


ჯონ ალტონისგან რჩევა, მითხრა გამენათებინა ხალხი და არა გადასაღები მოედნები. ლოუელ პეტერსონი

ერთ-ერთმა ვეტერანმა ოპერატორმა მირჩია, ქალის მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს თავი ყოველთვის ლამაზად აგრძნობინე, დღეც მშვენივრად ჩაივლის.

აარონ შნეიდერი


როდესაც ერთ-ერთი შოუს მიტოვებას ვაპირებდი, რეჟისორმა ვოგელმა მიღცია, არასოდეს წახვიდე შენი ნებით, ყოველთვის მოიქეცი ისე, რომ დაგითხოვენ. 

ჯონ ლინდსი




0 comments:

Post a Comment