Friday, February 5, 2016

5 საშუალება უკეთ გამოვიყენოთ ფილმისთვის ფერები


ფერი რეჟისორისათვის, ერთ-ერთი ძირითადი იარაღია დასამახსოვრებელი კადრების შესაქმნელად, თუმცა დამწყებები ხშირად მის მნიშნელობას სათანადოდ ვერ აფასებენ. ფერები კინოში, ეს არ არის მხოლოდ თემა ან ფერთა კორექცია კადრთა თანხვედრისათვის. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და იაფი საშუალებაა შესძინოთ თქვენს პროექტს მხატვრული ღირებულება.
კარგი ფერთა სტრატეგია შემუშავებული უნდა იყოს დიდი ხნით ადრე კამერის ჩართვამდე, მაგრამ კარგი სტრატეგია არ გულისხმობს მხოლოდ იმის გადაწყევტას, რომ მთავარ გმირს წითელი კაბა ეცმება. კინოში ფერებმა ხაზი უნდა გაუსვას შენი, როგორც რეჟისორის დამოკიდებულებასა და ხედვას, ზოგჯერ  წარმოაჩინოს მაყურებლისათვის უფრო მეტი ვიდრე კადრში დაეტია.  ფერთა პალიტრის მიხედვით, დასახეთ სტრატეგია, შემდეგ კი დააზუსტეთ, რამდენად მიღწევადია მისი რეალიზება გადაღებისა და შემდგომი დამუშავების დროს.
1.   ფერთა პალიტრა

ფერის სტრატეგიაზე მუშაობისას, იფიქრე ჰარმონიასა და დისონანსზე, რაც უფრო ახლოსაა ფერები ტონალურად ერთმანეთთან, მით უფრო მეტი თანხმობაა მათ შორის.  ანალოგური ფერები, როგორიცაა მოვარდისფრო იისფერი, იისფერი და იასამნისფერი საუკეთესოდ ეწყობა ერთმანეთს, ყველაზე ძლიერი კონფლიქტის მაგალითი კი ლურჯი და ყვითელი ფერებია.
2.   მხატვრული დადგმა

მხატვრული დადგმა, რომელიც პრაქტიკულ ლოკაციებსაც გულისხმობს, თქვენი სტარტეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ლოკაცები სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ფერების სწორად დასმისათვის, განსაკუთრებით  თუ დაბალბიუჯეტიან ფილმს იღებ. თუ გამორჩეული გადასაღები ლოკაცია იპოვეთ მწვანე კედლებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფერი თქვენი სტრატეგიის შემუშავებისას.
3.   კოსტუმები

ფილმის პერსონაჟების კოსტუმები, ერთი შეხედვითაც კი გაგრძნობინებს განწყობას. კოსტუმებში ფერის თეორია, ისევ მსგავსებასა და კონტრასტს ეფუძნება. მაყურებელი პერსონაჟის სხვა მოქმედ პირებთან  ურთიერთობის და სამოქმედო გარემოს განწყობის განსაზღვრისას ძირითადად სამოსს ეყრდნობა. პერსონაჟს, რომელსაც იასამნისფერი აცვია დაკრძალვისას ან ყვითელი ხანჯლით ბრძოლისას, თუ მოკლე მაისური შტორმის დროს ამოვარდნილია გარემოდან, ხაზს უსვამს პერსონაჟის გამოკვეთილ ხასიათს.
4.   კამერის პარამეტრები

ციფრულ ერაში მოვაწე რეჟისორებს დიდი შესაძლებლობები აქვთ ფილმის პოსტპროდაქშენში, თუმცა კამერის პარამეტრებზეც ბევრი რამ არის ჯერ კიდევ დამოკიდებული.
გამოიყენო ნაკლებად შემჭიდროვებული ან საერთოდ დაუმუშავებელი კოდეკები, საშუალებას გაძლევს მოგვიანებით მოახდინო ფერთა გრადაცია.  ისეთი მოსახერხებელი და დაბალბიუჟეტიანი კოდეკები, როგორიცაა H.264 ან AVCHD, საშუალებას მოგცემს შეინარჩუნო თეთრის ბალანსი და ფერის პარამეტრები საბოლოო პროდუქტამდე.

5. ფერთა კორექცია და გრადაცია:



ფერთა გრადაცია ციფრული ერის რეჟისორის საუკეთესო მეგობარია. ფერის ტემპერატურის შეცვლით, სატურაციითა თუ დესატურაციით, ასევე კონტრასტების შეცვლით ყველაზე მნიშვნელოვანი და მკვეთრი ცვლილებები შეგიძლიათ მიიღოთ. 

0 comments:

Post a Comment